არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სომხურმა სათვისტომომ“ საზოგადოებრივი ქართული ტელეარხების „იმედისა“ და „მთავარის“ წინ მთიანი ყარაბაღის ირგვლივ მოვლენების არასაკმარისი გაშუქების გამო საპროტესტო აქცია გამართა.
პოლიტოლოგი, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიუღებლად მიიჩნევს ქართველი ჟურნალისტების დუმილს იმასთან დაკავშირებით, რაც მთიან ყარაბაღში უახლეს პერიოდში ხდება.
ხაზს გავუსვამთ, რომ 17 სექტემბერს ორგანიზაცია „საქართველოს სომხურმა სათვისტომომ“ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან 24-საათიანი მჯდომარე აქცია გამართა.
საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არტურ მირზოიანმა თავის გამოსვლაში საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი განყოფილებების ხელმძღვანელის რამილა ალიევას თანამდებობა განკიცხა, არგუმენტის სახით კი მისი პუბლიკაციები და პროაზერბაიჯანული მიდგომები წარმოადგინა.
რამილა ალიევას დასაცავად, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი შემდეგი სიტყვებით: „ქალბატონო რამილა ალიევა, თქვენ მარტო არ ხართ. ჩვენ თქვენთან ვართ. ჩვენ მხარს გიჭერთ”.
ამ თემაზე Jnews-ს პოლიტოლოგი და კონფლიქტის ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა. ის ხაზს უსვამს იმაზე, რომ აზერბაიჯანის საელჩოს ეს ნაბიჯი არასწორი იყო.
„მე ვთვლი, რომ ქალბატონ ალიევას განცხადება უნდა გაეკეთებინა და ეთქვა, რომ ეს ყველაფერი საქართველოს შინაგანი საქმეა, ხოლო რადგან ის ამ ქვეყნის მოქალაქეა, ამის შესაბამისად, საკითხი ქვეყნის შიგნით უნდა გადაწყდეს.
კითხვაზე, რამდენად სწორია პირველი არხის სომხურენოვანი განყოფილების ხელმძღვანელი იყოს აზერბაიჯანელი, ზაქარეიშვილმა გვიპასუხა, რომ მისთვის ეროვნებას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია თანამშრომელი საქართველოს მოქალაქეა და არ არის მნიშვნელოვანი, რა ეროვნება აქვს ადამიანს სამსახურში, მთავარია მისი მუშაობის ხარისხი და პასუხისმგებლობა.
„ამჟამად ყველა ჩვენგანისთვის ცხადია ის, რომ მთიან ყარაბაღში დაძაბული ვითარებაა. მოვლენები საქართველოს სამეზობლოში მიმდინარეობს და ყველა მოვლენა საინფორმაციო წყაროებით უნდა იყოს გაშუქებული. მე ვთვლი, რომ ჟურნალისტების დუმილი ამ საკითხისადმი არასწორია, მე თვითონ არ ვადევნებ თვალს ტელეარხებს, მით უმეტეს, რომ პირველ არხს ვთვლი პოლიტიზებულ არხად, რომელიც მუშაობს არა საზოგადოებისთვის, არამედ პოლიტიკისთვის. მე კრიტიკულად ვარ განწყობილი ამ არხის მიმართ“.
აღსანიშნავია, რომ ყარაბაღის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების არასაკმარისი გაშუქების გამო არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სომხური სათვისტომოს“ მიერ გამართული მჯდომარე გაფიცვის შედეგად, “საკვირაო მოამბის” პროგრამის ფარგლებში ეთერში 15 წუთიანი ვიდეორგოლი არჩევენეს, სადაც მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება განიხილებოდა.