ბოლო დღის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსით ინციფირების 1600 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 652 გამოჯანმრთელდა, 34 პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ სომხური მედია იტყობინება, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის მითითებით.

ცენტრის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის 26 ადამიანი გარდაიცვალა COVID-19 – ით, ხოლო სხვა დაავადებით კიდევ 8 ინფიცირებული.

23 ოქტომბრის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 80 410 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 51 814 პაციენტი.

კორონავირუსით სომხეთში სულ 1122 პაციენტი გარდაიცვალა. 347 მათგანის გარდაცვალების მიზეზად “სხვა დაავადებები” სახელდება.