იმის გასარკვევად, თუ რამდენი დაკეტილი კარია სოფლებსა და ქალაქში Jnews-მა ახალქალაქის რაიონში პატარა გამოკითხვა ჩაატარა. ეს არის დაახლოებითი სტატისტიკა, საიდანაც ნათელი ხდება, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა მშობლიური ადგილები დატოვა, რათა სხვა ქვეყანაში ყოველდღიური ანაზღაურება ეშოვა და სტაბილურად შემოსავალი ჰქონოდა. აღსანიშნავია, რომ რიგი სოფლების წარმომადგენლებმა Jnews-თან საუბარში აღნიშნეს, რომ მათი სოფელი- მომაკვდავია, რადგან მოსახლეობის 40%- მარტოხელა მოხუცები არიან, ხოლო ახალგაზრდები, პირველივე შესაძლებლობისთანავე, ტოვებენ სოფელს.

Jnews-მა მოამზადა ვიდეო, სადაც შემთხვევითობის შერჩევის პრინციპით, ზოგიერთ სოფელში დაკეტილ კარებს წარმოგინდგენთ:

Jnews-ი წარმოგიდგენთ გამოკვლევის შედეგებს. ნებისმიერ სეგმენტზე დაჭერისას, შეგიძლიათ ცალკეულად იხილოთ, თუ რომელ სოფელში რამდენ პროცენტს შეადგენს დაკეტილი კარის რაოდენობა, ასევე იმას, თუ მთელი რაიონის წილში სოფელს რა პროცენტი უწევს.

Copy: Փակ դռներ
Infogram