სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 2 306 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ათი პაციენტი კი გარდაიცვალა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, სომხეთში აღრიცხულია ინფიცირების 70 836 შემთხვევა. მათ შორის 1 131 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსისგან უკვე განიკურნა 50 ათასამდე ადამიანი. 20 ათასამდე პაციენტი კი მკურნალობას განაგრძობს.