კორონავირუსით გარდაცვლილი 30 წლამდე ქალი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიფიდან არის, იგი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 19 ოქტომბერს გარდაიცვალა, – იტყობინება sknews.ge.
ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ 30 წლამდე ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში სახლში მკურნალობდა, მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების და სუნთქვის უკმარისობის გამო, იგი კლინიკაში 18 ოქტომბერს შეიყვანეს.
“პაციენტს რამდენიმე დღის განმავლობაში ბინაზე აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა, ჰქოდა ზოგადი სისუსტე და კუნთების ტკივილი. ჩვენთან 18 ოქტომბერს შემოიყვანეს ორმხრივი პნევმონიით და სუნთქვის უკმარისობით, ჰქონდა რესპირატორული დისტრეს სინდრომი, გარდაიცვალა 19 ოქტომბერს”, – განაცხადეს თბილისის ზღვის ჰოსპტალში.
მათივე განმარტებით, პაციენტს ქრონიკული დაავადებები არ ჰქონდა: “მხოლოდ ჭარბი წონა აღენიშნებოდა”.
30 წლამდე ქალის კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს, 21 ოქტომბერს გახდა ცნობილი, როცა კორონავირუსის შედეგად 14-ლეტალურ შემთხვევაზე განაცხადეს.