უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან, თბილისში – 425, აჭარაში – 193, იმერეთში – 372, გურიაში – 21, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 27, ქვემო ქართლში – 53, შიდა ქართლში – 64, მცხეთა-მთიანეთში – 18, კახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 9, სამცხე-ჯავახეთში – 9.

ბერდია სიჭინავას თქმით, covid 19-ის უახლესი სტატისტიკა ასეთია:

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში დადასტურებულია 1 194 ახალი შემთხვევა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით, ჯამური რაოდენობა შეადგენს 19 857 პირს. მათ შორის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი არის 328, ხოლო ჯამური მაჩვენებელი 8 666.

ბოლო 24 საათი განმავლობაში, გარდაცვალების 15 შემთხვევა გვაქვს, ხოლო ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 158-ს. მათ შორის, თბილისში გვაქვს 7 გარდაცვალების შემთხვევა, ბათუმის რეგიონში – 4 , ქუთაისში -2, გორში -1, ხოლო მცხეთაში – 1.

ამ ეტაპზე, მიმდინარე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 10 182, 19 ოქტომბრის 00:00 საათის მდგომარეობით. მათ შორის, 2 817 პირი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან თბილისის საავადმყოფოებში – 1 383, ხოლო აჭარაში – 588.

მძიმე პაციენტი გვყავს 341 პირი. აქედან, თბილისში განაწილებულია 172 პირი, ხოლო აჭარაში – 69. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, დღეის მდგომარეობით გვყავს 75 პირი, მათ შორის თბილისში – 49, აჭარაში – 10.

1 672 პირი განაწილებულია კოვიდსასტუმროებში, 1 079 – აჭარაში, 449 – თბილისში. 5 670 მკურნალობის კურსს გადის ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში დღეის მდგომარეობით იმყოფება 4 726 ადამიანი, აქედან თბილისში – 1 005, აჭარაში – 2 337.