18 მაისიდან, საქართველოში, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში სამ ადამიანზე მეტის თავშეყრასთან დაკავშირებული შეზღუდვა მოიხსნება.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ავტროტრანსპორტით გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა ძალაში რჩება.
„მოიხსნას შეზღუდვა სამი ადამიანის შეკრებაზე, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოიხსნება შეზღუდვა სამი ადამიანის გადაადგილებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით. მიუხედავად ყველაფრისა, ამ შეზღუდვას აქვს ძალზედ მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური აზრი, რასაც ჩვენ, ექიმები გვარწმუნებენ და ჩვენ მათი გვჯერა. მოგეხსენებათ, რომ პროფესიონალების რეკომენდაციები, ჩვენთვის ამ ნაწილში, განსაკუთრებით ეპიდემიასთან ბრძოლაში, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.