დღეს, 31 იანვარს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირდა․ საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4522 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 326 ახალქალაქში და 148 ნინოწმინდაში.

როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS-ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მუნიციპალიტეტების მიხედვით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:

1 – ახალციხეში
5 – ადიგენში
0 – ახალქალაქში
2 – ბორჯომში
0 – ნინოწმინდაზე
0 – ასპინძაში.

საერთო ჯამში, რეგიონში 306 ადამიანია იზოლირებული:

ახალციხე – 62
ახალქალაქი – 10
ბორჯომი – 79
ნინოწმინდა –3
ასპინძა – 39
ადიგენი – 113

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში 32 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

დღეის მდგომარეობით კარანტინში და კოვიდ სასტუმროებში არავინ იმყოფება, ხოლო კოვიდ კლინიკაში 87 პაციენტი რჩება.

საერთო ჯამში, რეგიონში 4 200 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 44 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია 13 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა. ამ დროისთვის 26 ნიმუშის პასუხს ელოდებიან.