სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 627 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 832 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 25-ით გაიზარდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
4 ოქტომბრის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 13 860-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 265 531 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 244 842 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 5 397 ადამიანი გარდაიცვალა.