ღამით მთიანი ყარაბახის კონფლიქტის ზონაში ვითარება შედარებით სტაბილურად დაძაბული იყო. ზოგიერთ ადგილას საარტილერიო ბრძოლები გრძელდებოდა. ამის შესახებ დღეს, დილით ყარაბახის თავდაცვის არმიის პრესსამსახურმა გვაცნობა. მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებით სასტიკი ბრძოლები სამხრეთის მიმართულებით ხორციელდებოდა.
“თავდაცვის არმიის ქვედანაყოფები ვითარების გაკონტროლებას განაგრძობენ, საკუთარი ქმედებებით მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას დიდ დანაკარგს აყენებენ”, – ნათქვამია შეტყობინებაში.
სამხედრო დანაკარგი
გუშინ, 19 ოქტომბერს, ყარაბახის თავდაცვის არმიამ კიდევ 19 სამხედრო პირის სახელი გამოაქვეყნა, რომლებიც აზერბაიჯანის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპნენ. საბრძოლო ქმედებების დაწყებიდან, 27 სექტემბრიდან, სომხურ მხარეს 729 სამხედრო პირი ჰყავს დაღუპული.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის მხარე სამხედრო დანაკარგზე ინფორმაციას არ ავრცელებს, ამას ასაბუთებს იმით, რომ ეს “სამხედრო საიდუმლოებაა”.
სამოქალაქო დანაკარგი
ცეცხლის შეჩერების მეორე დღე გრძელდება, თუმცა შეთანხმება არა მხოლოდ ფრონტის ხაზზე, მშვიდობიან დასახლებულ პუნქტებშიც გრძელდება.
ცეცხლის შეჩერების მოლაპარაკებების მიღწევის შემდეგ, ყარაბახის ქალაქი მარტუნი კვლავ აღმოჩნდა სარაკეტო და საარტილერიო სროლების საფრთხის ქვეშ, შედეგად დაიჭრა ერთი მოქალაქე, მან მრავლობითი ჭრილობა მიიღო. მარტუნში არის ბევრი ადგილი, სადაც ჭურვების კვალი ჩანს.
“არაფერი არ შესუსტებულა, უფრო გაძლიერდა. დღე და ღამე ბომბავენ”,- თქვა ქალაქის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
საერთაშორისო ორგანიზაცია
ამ კვირის ბოლოს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ვაშინგტონში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიიღებს, – იტყობინება ჟურნალი Politico სახელმწიფო დეპარტამენტის წყაროს ბმულზე დაყრდნობით.
შეტყობინების თანახმად, მომავალ პარასკევს მაიკ პომპეო აზერბაიჯანელ კოლეგას ჯეიხუნ ბაირამოვს, შემდეგ კი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანს შეხვდება.
“ჯერჯერობით უცნობია იგეგმება თუ არა შეხვედრა სამმხრივ ფორმატში”, – გვაცნობებს Politico და დასძენს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტისგან ამ საკითხზე მათ მიერ გაგზავნილ წერილობითი კითხვაზე პასუხი ჯერ არ მიუღიათ.
თუმცა, აშშ-ში აზერბაიჯანის ელჩმა ელინ სულეიმანოვმა ავტორიტეტულ გამოცემასთან საუბარში დღეს, არ გამორიცხა, ვაშინგტონში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელების პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა.
თავის მხრივ, აშშ-ში სომხეთის ელჩმა ვარუჟან ნერსესიანმა შეაფასა აზერბაიჯანის მხარდაჭერისა და კონფლიქტში ჩართულობის გამო თურქეთის მისამართით აშშ-ს სახელმწიფო მდივნის უკანასკნელი საყვედურები. “ჩვენ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ალტერნატივას ვერ ვხედავთ, კონფლიქტი ორმხრივი დათმობის საფუძველზე უნდა მოგვარდეს”, – განაცხადა სომხეთის ელჩმა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა დაიცვან ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ პუნქტებში სროლების შეჩერებასთან დაკავშირებული ახალი მოლაპარაკებით გათვალისწინებული წესები.
“მშვიდობიანი მოსახლეობის ტრაგიკული სიკვდილი, მათ შორის ბავშვების, რომელთა შესახებ უკანასკნელი შეტყობინება 16 ოქტომბერს განჯაზე შეტევის შემდეგ მივიღეთ, მთლიანად მიუღებელია, ისევე, როგორც უწესრიგო შეტევები სხვა დასახლებულ პუნქტებზე, მათ შორის სტეფანაკერტზე”, – განაცხადა გუშინ ანტონიო გუტერეშმა.
“ორივე მხარე ვალდებულია ჰუმანიტარული სამართლის საერთაშორისო ნორმები დაიცვან”, – მოუწოდა გაეროს გენერალურმა მდივანმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებს ბოლო სატელეფონო საუბრისას.