საქართველოში კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რიცხვმა 18 663 შეადგინა.
ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
ენდელაძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა.
მისივე თქმით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 278-ით გაიზარდა.
გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.