27 წლის ექთანი, რომლის მდგომარეობაც გუშინ, აცრის შემდეგ დამძიმდა, გარდაიცვალა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ახალციხის კლინიკა „იმედში“ 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდა. ექთანი გუშინვე თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.

ექიმები აცხადებდნენ, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.