ასპინძის სოფელ რუსთავში ორ წლამდე ბავშვს მიკროავტობუსმა გადაურა, შედეგად მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა, – ამის შესახებ სააგენტო “სამხრეთის კარიბჭე” იტყობინება.
შემთხვევა 17 ოქტომბერს მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბავშვი გაჩერებული მიკროავტობუსის ქვეშ შეძვრა, დაძვრის მომენტში კი მძღოლმა ის ვერ შეამჩნია და თავზე გადაურა.
მომხდარზე შსს–მ გამოძიება სსკ–ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების ისეთ დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.