ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდას მოსახლეობა უკმაყოფილოა, რადგან შესაბამის უწყებებში მრავალი საჩივრისა და მიმართვების შემდეგ, სასმელი წყლის პრობლემა სოფელში დღემდე არ არის მოგვარებული.

სოფლის მოსახლეობა ჩივის, რომ უკვე რამდენიმე წელია სოფელ სულდაში წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებისათის სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა წყალი დღემდე არ აქვთ. სოფელში დაახლოებით 185 ოჯახი ცხოვრობს. სოფელ სულდას მოსახლეობა მუდამ განიცდის წყლის უკმარისობას. წყალი მათ 4 დღეში ერთხელ 2 საათით მიეწოდებათ. ამასთანავე, წყალი არ არის სუფთა. სულდაში წყლის მომარაგების გრაფიკი წყლის რაოდენობის თანახმად იცვლება, თუმცა სოფლის ყველა ქუჩისათვის წყლის მიწოდებაზე კონკრეტული საათებია განსაზღვრული.

სოფელ სულდას მოსახლეობის თქმით, უკვე რამდენიმე წელია წყალი სხვა სოფლებიდან მოაქვთ, ზოგჯერ ყიდულობენ კიდევაც. “წყალი სოფელ ვაჩიანიდან, მანქანებით, მოგვაქვს. ხდება ისეც, რომ წყალს ვყიდულობთ”,- ამბობს სოფელ სულდას მცხოვრები.

როგორც სოფლის მოსახლეობა ამტკიცებს, გასულ წელს მათ უთხრეს, რომ თბილისიდან სპეციალისტები უნდა ჩამოვიდნენ, დასახლება უნდა ნახონ და ამის შემდეგ შეადგინონ პროექტი, თუმცა პროექტი დღემდე არ არის მზად.

Sulda 3

სოფლის მცხოვრების, საღათელ აკოპიანის თქმით, სხვა პრობლემებს თუ არ ჩათვლიან, სოფლის ერთ-ერთი უპირველესი პრობლემა, სასმელი წყალია. მისი მტკიცებით, გასულ 2019 წელს დაპირდნენ, რომ წელს პრობლემას მოაგვარებენ. მაგრამ როდის და როგორ მოგვარდება წყალგაყვანილობის პრობლემა სოფელში, სოფლის მოსახლეობისათვის ჯერჯერობით უცნობია.

Sulda 4

სოფელ სულდაში მერის წარმომადგენლის, ზარზანდ კუჯოიანის თქმით, ამ ეტაპზე სოფლის წყალგაყვანილობის პროექტი შესაბამის ორგანიზაციას გაეგზავნა, რაზეც პასუხს ელიან. მისი მტკიცებით, პასუხი პროექტის განხილვის შემდეგ იქნება ცნობილი.

“ახლა პასუხს ველით, თუ პროექტი მოთხოვნების შესაბამისი იქნება, და დადებითი პასუხი იქნება, ამ შემთხვევაში სოფლის წყალგაყვანილობისათვის სახსრებს გამოყოფენ”,- ამბობს ის.

სოფელი სულდა გაყოფილია 4 ნაწილად, ყოველ ნაწილში წყალი 2 საათით მოედინება, რათა მოსახლეობამ წყლით მომარაგება მოახერხოს – წყლის მიწოდება უფრო მეტი ხნით არ შეიძლება, რადგან წყალი დანარჩენს არ ეყოფათ. პრობლემა იმაშია, რომ წყალი აუზში მცირე ნაკადით და ძალიან ნელა მოედინება.

Jnwes-მა აღნიშნული პრობლემის შესახებ მასალა 1 წლის წინ დაამზადა.

სოფელ სულდას სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება