ერთა ლიგის C2 ჯგუფის მესამე ტურის მატჩი ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო.

სომხეთი: იურჩენკო – კ.ოგანესიანი (81. გადიმიანი), აროიანი, ჩალიშირი, ოგანესიანი – ვბეიმარი (67. გარაგინიანი), არტაკ გრიგორიანი – ბარსეგიანი, მხითარიანი, ბაირამიანი – კარაპეტიანი (89. ბიჩახჩიანი)

სათადარიგოები: აივაზოვი, ბეგლარიანი, ვოსკანიანი, ბაბაიანი, ბ.ოვანისიანი, იშხანიანი, უდო, გ. გრიგორიანი, გრიგორიანი
მთავარი მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი

საქართველო: მაკარიძე – ჯიღაური, კობახიძე, გრიგალავა, ნავალოვსკი – აბურჯანია (74. კვეკვესკირი), კანკავა (74. დაუშვილი) – ყაზაიშვილი, გვილია (61. ოქრიაშვილი), შენგელია (80. ლობჟანიძე) – კაჭარავა (80. ლობჯანიძე)

სათადარიგოები: ლორია, კუპატაძე, მალი, დვალი, ტაბიძე, კვირკველია, ქვილითაია
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

მესამე ტურის შეხვედრაში, რომელიც პოლონეთის ქალაქ ტიხის სტადიონზე გაიმართა, დანაკლისი თავიდან ვერც ერთმა ნაკრებმა ვერ აირიდა. სომხეთის ნაკრებს დააკლდა სარქის ადამიანი, ჰოვანეს ამბარცუმიანი და არშაკ კორიანი – ისინი გუნდს ტრავმის გამო ვერ შეუერთდნენ. სამაგიეროდ, ლიდერი ჰენრიხ მხითარიანი შეუერთდა. იტალიური „რომას“ ნახევარმცველმა სხვადასხვა მიზეზების გამო გამოტოვა სომხეთის ნაკრების 6 მატჩი, რომელშიც გუნდმა მოიგო ერთი, განიცადა 4 მარცხი, ერთიც ფრედ ითამაშა.

საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო ვეღარ დაეხმარა ბელგიური „გენტის“21 წლის ნახევარმცველი გეორგი ჩაკვეტაძე. ასევე, თამაში გამოტოვეს ესპანური „ტენერიფის“ მცველმა ოთარ კაკაბაძემ და „სან ხოსეს“ ცეტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ.

შემდეგ შეხვედრას 14 ოქტომბერს საქართველოს გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს.