JNEWS-მა დააზუსტა, თუ იყო შესრულებული ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დიდი და პატარა სამსარის ინფრასტრუქტურის მოპირკეთების თაობაზე გაცემული დაპირებები, მას შემდეგ, რაც ძლიერმა სეტყვამ გაანადგურა მოსავალი და დააზიანა ხიდი და სოფლის გზები. ახალქალაქის ბიუჯეტიდან დიდი და პატარა სამსარის გზების კეთილმოწყობისა და სოფელ დიდ სამსარის ხიდის რეაბილიტაციისათვის 46 000 ლარი გამოიყო.
2020 წლის 17 ივლისს სოფელ პატარა და დიდ სამსარში სეტყვამ მთელი მოსავალი გაანადგურა, ასევე დააზიანა გზა და სოფელ დიდ სამსარის ხიდი.
“სტიქიის შედეგების მოსაგვარებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 46 000 ლარი იყო გამოყოფილი”,- ამბობს ქალაქ ახალქალაქის მერი, იურიკ უნანიანი.
სოფელ პატარა სამსარში, მერის წარმომადგენლის, მუშეღ ავაგიანის თქმით, გზა გარემონტებულია, ხოლო ხიდის რეაბილიტაცია უკვე დასრულების ეტაპზეა.
“გზის მოპირკეთება, სტიქიის შემდეგ, ორ კვირაშივე დაიწყეს, ხოლო სოფელ დიდ სამსარში ხიდის რემონტი უკვე თითქმის დასრულდა”,- ამბობს ის.
შეგახსენებთ, რომ სტიქიური შემთხვევის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა თქვა: “ვისაც დაზღვევა ჰქონდა, მიიღებს კომპენსაციას, ხოლო ვისაც არ ჰქონდა, შეშით დაეხმარებიან. რაც შეეხება გზას-ეს ჩვენი მოვალეობაა”. სოფელ სამსარს ადგილობრივი მმართველობა დაეხმარება
როგორც სოფელ პატარა სამსარში მერის წარმომადგენელი ამტკიცებს, სოფლის მოსახლეობას, ოჯახზე 3 კუბამეტრი ხის მოჭრის ნება დართეს, თუმცა სოფლის მოსახლეობას ის ჯერ არ გამოუყენებია. მისივე თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველა დაპირება შეასრულა.