დღეს სომხეთის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ელჩი მიიღო. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
8 ოქტომბერს, სომხეთის თავდაცვის მინისტრი დავით ტონოიანი სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გეორგი საგანელიძეს შეხვდა.
ელჩის თხოვნით, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანის მიერ ინიცირებულ სამხედრო ოპერაციებისა და მათი განვითარების შესახებ ინფორმაცია წარადგინა. დავით ტონოიანმა აღნიშნა, რომ ფრონტზე სიტუაციის შემდგომ განვითარებამ შესაძლოა მთელი რეგიონისთვის არაპროგნოზირებადი შედეგები იქონიოს.