სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის შეთავაზებით, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის, ტიგრან ხაჩატრიანის, თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას მოაწერა ხელი.
სომხეთის პრეზიდენტის სხვა ბრძანების თანახმად, სომხეთის ეკონომიკის მინისტრად ვაჰან კერობიანი დაინიშნა.
24 ნოემბერს ექს-მინისტრმა ტიგრან ხაჩატრიანმა სამსახურიდან გათავისუფლების განაცხადი შეიტანა.
ვაჰან კერობიანი “Menu.am”- სახლში მიტანის სერვისის ქსელის დამფუძნებელია. ახალად დანიშნული მინისტრი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახიდან არის.
სომხეთის ხელისუფლებაში ვაჰან კერობიანი უკვე მეორე ახალად დანიშნული მინისტრია, რომელიც წარმოშობით ჯავახეთიდანაა. 20 ნოემბერს დავიდ ტონოიანი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ვაღარშაკ არუთუნიანმა ჩაანაცვლა, რომელიც 1956 წლის 28 აპრილს ახალქალაქში დაიბადა.