ქალბატონებს სამცხე-ჯავახეთიდან, ვინც დაინტერესებულია ბიზნესით, აქვს ან აპირებს საკუთარი საქმის წამოწყებას, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სასწავლო კურსში “მეწარმეობის პრაქტიკული კურსი- საინვესტიციო წინადადებების მომზადება და წარდგენა”.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით და სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ქალებისთვის აცხადებს სასწავლო კონკურსს/ტრენინგ-კურსს “მეწარმეობის პრაქტიკული კურსი – საინვესტიციო წინადადების მომზადება და წარდგენა”. სასწავლო კურსის მიზანია მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლება და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერება.
ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18 წლის ზემოთ ქალებს, ვისაც სურს ბიზნესის დაწყება, აქვს მოტივაცია და ბიზნეს-იდეა გააჩნია.
სასწავლო კურსის მიზანია მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლება და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერება.
ტრენინგ კურსის თემებია:
კურსის ხანგრძლივობა: 40 საათი.
პერიოდი: 16 ოქტომბერი- 10 ნოემბერი.
ტრენინგის სამუშაო ენა – ქართული.
კურსში მონაწილეობას მიიღებს 16 მსმენელი.
ტრენინგები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში.
კურსში მონაწილეობა არის უფასო.
კონკურსში მონაწილეების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ CV (მოკლე რეზიუმე) და სამოტივაციო წერილი (კურსში მონაწილეობის მოტივაცია და არსებობის შემთხვევაში, ბიზნეს იდეის მოკლე მონახაზი)
ინტერვიუ: შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას ონლაინ რეჟიმში.
რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: press@smr.gov.ge. სათაურის (subject) ველში მიუთითეთ კურსის დასახელება – “როგორ დავიწყოთ ბიზნესი”. განაცხადის მიღების ბოლო ვადა:
2020 წლის 12 ოქტომბერი.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: 577 527799 (ლალი დევიძე)