დღეს, 1 დეკემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთლიანობაში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, სამცხე-ჯავახეთში COVID-19 -ის 2 351 შემთხვევაა გამოვლენილი.
როგორც JNEWS- ს სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა აღმოაჩინეს სამცხე-ჯავახეთში, აქედან 19 შემთხვევა დაფიქსირდა ახალციხეში, 14 – ადიგენში, 5 – ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, 21 – ბორჯომში, 1 – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ასპინძაში – 11, ხოლო 1 შემთხვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
საერთო ჯამში, რეგიონში 1 514 ადამიანი იზოლირებულია, აქედან 689 – ახალციხეში, 139 – ახალქალაქში, 296 – ბორჯომში, 23 – ნინოწმინდაში, 101 – ასპინძაში და 266 – ადიგენში.
საკარანტინო ზონებში 199 ადამიანი რჩება, საიდანაც 58 ახალციხეშია, 141 კი ბაკურიანში.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში არ დაფიქსირებულა სიკვდილიანობა კორონავირუსული ინფექციის შედეგად.
გამოჯანმრთელდა 44 პაციენტი. საერთო ჯამში, რეგიონში 835 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 18 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის 76 ადამიანის ტესტის შედეგებს ელოდებიან.