ამჟამად, ახალქალაქის რაიონში კორონავირუსის, სულ 7 შემთხვევაა დადასტურებული. დღეს, დაავადების 4 ახალი შემთხვევაა დარეგისტრირებული, რომელთაგან ერთი, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია გამოვლენილი, ხოლო დანარჩენი 3- ანალიზების შედეგად დადასტურდა, რომელიც ახალქალაქის ადგილობრივმა საზოგადოებრივმა ცენტრმა ჩაატარა.
ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევიდან სამს, უშუალო კონტაქტი, ერთ-ერთ ინფიცირებულთან ჰქონდა.
ამჟამად ახალქალაქში 71 ადამიანია თვითიზოლორებული.
რაც შეეხება მთლიანად სამცხე-ჯავახეთის რეგიონს, კორონავირუსის დამტკიცებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 50 შეადგენს. დაავადების 28 შემთხვევა ადიგენის მუნიციპალიტეტშია დადგენილი, 2- ასპინძაში, 7- ახალქალაქში, 1- ახალციხეში, და 12 შემთხვევა- ნინოწმინდაშია. სამცხე-ჯავახეთში, დღესდღეობით, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.
ერთ-ერთი პირველი ინფიცირებული, “Credo Bank”-ის თანამშრომელი, ამჟამად თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია, მისი მდგომარეობა ნორმალურია.
“საერთო ჯამში, თავს კარგად ვგრძნობ, დღითიდღე უკეთ ვხდები, უბრალოდ გემოს შეგრძნება დამიქვეითდა, რომელიც ნელ-ნელა მიბრუნდება. მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო თვის განმავლობაში არ ვყოფილვარ ბათუმში, ურთიერთობა მქონდა ხალხთან ქუჩაში, მაღაზიებში, ბაზარში, ვერ გეტყვით, საიდან დავინფიცირდი. რაც შეეხება ჩემს კოლეგებს, მინდა აღვნიშნო, რომ მათი სინჯების პასუხები უარყოფითია, მაგრამ ისინი თვითიზოლირებულები არიან, ხოლო ბანკში ჩვენი ნინოწმინდელი კოლეგები მუშაობენ, ბანკი დეზინფიცირებულია, ყველაფერი რიგზეა, მუშაობა ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს”,- JNEWS-თან საუბარში აღნიშნა მან.
ის უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბათუმში ქორწილს დაესწრო.
“ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. მე არ ვყოფილვარ ბათუმში”.