25 სამუშაო დღის შესრულების შემდეგ, ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრმა სოფელ ჩამდურას (ჩამძვრალა) ტყის ზოლის გაქირავების შესახებ განცხადებაზე პასუხი ახალქალაქის მერიისგან არ მიიღო. თუმცა, რეესტრის ეკონომიკური საქმიანობის ამონაწერმა ზოგიერთ შეკითხვას პასუხი გასცა.
ახალქალაქის მერიამ ჯერ არ უპასუხა მოთხოვნას, რომელიც JNEWS-მა ახალქალაქის მერის, იურიკ უნანიანის სახელზე გააკეთა. განცხადებაში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოფელ ჩამდურას დეპუტატის ანდრანიკ მურადიანის ნათესავისათვის სოფელ ჩამდურასთან (ჩამძვრალა) ტყის ზოლის გადაცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია იყო მოთხოვნილი. JNEWS-ი ამ მონაკვეთის გაქირავებით დაინტერესდა მას შემდეგ, რაც ჩამდურას მოსახლეობამ 1-ლ სექტემბერს აქცია გამართა. ისინი უჩიოდნენ იმას, რომ არ შეუძლიათ საკუთარი მიწების დარეგისტრირება, ხოლო დეპუტატმა მფლობელის გარეშე დარჩენილი სოფლის ყველა მიწა “მიისაკუთრა”.
მერის “დუმილი”, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის ანდრანიკ მინასიანის თქმით, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევას ნიშნავს, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლი ითვალისწინებს. ხელმისაწვდომობის წესრიგი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით რეგულირდება.
კოდექსის თანახმად, საჯარო ინფორმაცია – ეს არის ინფორმაცია, რომელიც ინახება საჯარო დაწესებულებაში, ასევე ინფორმაცია, რომელიც მიღებულია, დამუშავებულია, შექმნილია ან გაგზავნილია საჯარო დაწესებულების ან თანამშრომლის მიერ შრომით საქმიანობასთან დაკავშირებით, ასევე ინფორმაცია, რომელიც წინასწარ გამოქვეყნებულია საჯარო დაწესებულების მიერ.
“საჯარო ინფორმაცია ღიაა, თუკი ის არ არის სახელმწიფო, კომერციული, პროფესიონალური საიდუმლო, არ შეიცავს პირად ინფორმაციას. ნებისმიერი პირის წერილობითი განცხადების შემთხვევაში სახელმწიფო დაწესებულება ვალდებულია წარადგინოს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ, ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში არა უგვიანეს 10 დღისა”,- ამბობს ადვოკატი.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის შემთხვევაში, სახელმწიფო დაწესებულებამ ამის შესახებ განმცხადებელს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს. ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარდგენის ვადების დარღვევა ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმად ითვლება.
“პირს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს საჯარო ინფორმაციის წარდგენაზე უარი, მოითხოვოს მისი გაუქმება და დაავალდებულოს დაწესებულება საჯარო ინფორმაცია წარუდგინოს. საინტერესოა, რომ მსგავს დავებში მტკიცების ტვირთი სახელმწიფო დაწესებულება – მოპასუხეს ეკისრება, რომელმაც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი, კანონით გათვალისწინებული საფუძველის არსებობა უნდა დაამტკიცოს. თუკი სასამართლო დარწმუნდება, რომ მსგავსი საფუძველი არ არის, ის ადამიანის საჩივარს დააკმაყოფილებს და დაწესებულებას შესაბამისი საჯარო ინფორმაციის წარდგენას დაავალდებულებს”,- ხსნის ანდრანიკ მინასიანი.
მომთხოვნ ორგანიზაციას განაცხადზე სახელმწიფო დაწესებულების უარის გასაჩივრებისათვის აქვს ერთი თვე, ზოგიერთ შემთხვევაში ერთი წელიც, თუკი ხელთ არ აქვს სახელმწიფო დაწესებულების წერილობითი უარი.
ამასთანავე, საქართველოში საჯარო ინფორმაცია ძირითადად ღია ბაზებზეა ხელმისაწვდომი, რისი მეშვეობითს JNEWS-მა ზოგიერთ შეკითხვებზე პასუხი რეგისტრაციის ამონაწერიდან მიიღო, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ქონების ყიდვის ან იჯარით აღებისას ატარებს…
ამონაწერიდან გამომდინარე, ტყის ზოლში აღნიშნული მიწა იჯარით გაცემულია, როგორც სასოფლო-სამეურნეო მიწა, მიწის ფართობი შეადგენს 3004კვ.მ. იჯარით გადაცემის კანონიერება სახელმწიფო საკუთრების ეროვნული სააგენტოს მიერ იყო შემოწმებული, ხოლო მიწა იჯარით ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა გადასცა. მოიჯარე- ქიშმიშ ვაირადიანი (ანდრანიკ მურადიანი JNEWS-თან ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ მიწა იჯარით მისმა ძმამ აიღო). იჯარა გაფორმებულია 49 წლით. დოკუმენტაცია თინათინ გელაშვილის ნოტარიუსის მიერ არის დამტკიცებული.
შეგახსენებთ, 1-ლ სექტემბერს სოფელ ჩამდურას (ჩამძვრალა) მოსახლეობა მიტინგზე შეიკრიბა, რომლის ძირითადი მიზეზი, კარწახის მხარეს მიმავალ გზასთან მდებარე მიწა იყო. სოფელთან განლაგებული ტყის ზოლი დაჩეხილია და სახნავ მიწად არის ქცეული, შემდეგ კი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, ანდრანიკ მურადიანის ახლობლისათვის, იჯარით არის გადაცემული.
JNEWS-მა ახალქალაქის მერიაში განცხადება მიტინგის მეორე დღეს, 2 სექტემბერს, შეიტანა. განცხადებაში შემდეგი საკითხები იყო აღნიშნული:
ახალქალაქის მერიამ განაცხადს პასუხი არ დაუბრუნა. განაცხადის შეტანიდან გასულია 25 სამუშაო დღე.
წაიკითხეთ მსგავს თემებზე:
ახალქალაქის მერია საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსს არღვევს
ჩანდურელები დეპუტატს მიწების უკანონო მითვისებაში ადანაშაულებენ
დეპუტატის პასუხი სოფელ ჩამძვრალას მოსახლეობის განცხადებაზე