საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ქვეყანაში სხვადასხვა შეზღუდვა ჯერ კიდევ მოქმედებს. შენარჩუნებულია საქართველოში სხვა ქვეყნებიდან შესვლა-გასვლის შეზღუდვები, მათ შორის სომხეთთან. სომხეთის მოქალაქეებს საქართველოში შესვლა მხოლოდ “სადახლოს” გამშვები საკონტროლო პუნქტის გავლით შეუძლიათ.
ამჟამინდელი მდგომარეობით საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლის ოჯახის წევრები საქართველოში საქმიანი, ან ტურისტული მიზნით იმყოფებიან.
სომხეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში დაბრუნება მხოლოდ ბაგრატაშენ-სადახლოს საბაჟო პუნქტის გავლით შეუძლიათ. ქვეყანაში შემოსული ნებისმიერი პირი ვალდებულია საკარანტინე რეჟიმი გაიაროს.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები ადგილზე აუცილებლად ჩააბარებენ ტესტს კორონავირუსზე, ხოლო მათ, ვისაც საქართველოში შემოსვლის ნებართვა აქვთ, უნდა გაიკეთონ ტესტი და კარანტინი საკუთარი ხარჯით გაიარონ.
საქართველოს მოქალაქეები კარანტინს უფასოდ გაივლიან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში საკარანტინე რეჟიმის ხანგრძლივობა 14-დან 8 დღემდეა შემცირებული.