3 ოქტომბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საზოგადოებასთან მიმართვაში, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე სიტუაციაზე საუბრისას, განაცხადა, რომ ერთობლივი ძალისხმევით სომხებმა მტერს ხერხემალი უნდა მოსტეხონ.
“როგორი უხვიც არ უნდა იყოს დამქირავებლების ნაკადი, ჩვენი მტერი წინააღმდეგობას ვერ გაუწევს სომხური სიცოცხლისა და გამარჯვების ნებას, და ჩვენ, ერთობლივი ძალისხმევით, თავდამსხმელ მტერს ხერხემალი უნდა მოვტეხოთ, რათა მისი ცოდვილი ხელები ჩვენი მხარისკენ აღარასდროს მოწიოს, არასდროს არ მიაპყროს სისხლიანი მზერა ჩვენს სამშობლოს”,- განაცხადა პრემიერმა.
მან აღნიშნა, რომ ყარაბახში საომარ ქმედებებში ჩართულნი არიან სირიელი დაქირავებული “ბოევიკები”, ტერორისტები, თურქეთის სპეცრაზმი, დაახლოებით 150 მაღალი რანგის სამხედრო პირი, რომლებიც აზერბაიჯანის არმიის სამეთაურო პუნქტებში საომარ ქმედებებს ხელმძღვანელობენ. ფაშინიანის თქმით, ყარაბაღში სომხური ძალა თურქულ-აზერბაიჯანულ ტერორისტულ შეტევებს წინააღმდეგობას უწევს, რომლის მოცულობა და მასშტაბი უპრეცენდენტოა.
“21-ე საუკუნის არცერთი კონფლიქტის ზონას მსგავსი მოცულობა არ ჰქონია. გამოყენებულია ასობით ტანკი და ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ათასობით აღჭურვილობა და რაკეტა, ათეულობით თვითმფრინავი, ასობით უპილოტო აპარატები, ასი ათასობით ჯარისკაცი. უკვე ერთი კვირაა ისინი გადაკვეთის მთლიან ხაზზე თავდაცვის არმიას უტევენ. ყარაბაღის თავდაცვის მხოლოდ ერთი საბრძოლო არმიის პოზიციაზე მტერი 150-დან 250-მდე სამხედრო პირს უშვებს”,- განაცხადა ფაშინიანმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მიუხედავად სომხური მხარის მრავალრიცხოვანი მსხვერპლისა და სამხედრო ტექნიკის დანაკარგისა, მოწინააღმდეგემ ვერცერთი ტაქტიკური ამოცანის ამოხსნა ვერ მოახერხა.
“ჩვენ ათასწლოვანი ისტორიის ყველაზე გადამწყვეტ ეტაპში ვცხოვრობთ. აზერბაიჯანულ-თურქული ბანდიტების ხროვა არა მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკურ მიზნებს დევნის, აქ არა მხოლოდ ტერიტორიის საკითხია. ისინი მხოლოდ ყარაბახის საკითხით არ მოვიდნენ. ისინი არა მხოლოდ ტერიტორიების, სოფლების ან ქალაქების დაპყრობის მიზნით მოვიდნენ. მათი მიზანი-სომხებია, მათი მიზანი- სომხების გენოციდის პოლიტიკის გაგრძელებაა, და მათ მიზნად დაისახეს სომხების გენოციდი დღეს განაგრძონ”,- აღნიშნა პრემიერმა.
მან განაცხადა, რომ სომხეთს საკუთარი თავის დაცვა ძალუძს და მიმდინარე კონფლიქტის დასასრული მხოლოდ სომხური მხარის გამარჯვება შეიძლება იყოს.
27 სექტემბერს, დილით, აზერბაიჯანი თავს დაესხა არცახის რესპუბლიკას (მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა), ბრძოლა მიმდინარეობს ძალების გადაკვეთის მთლიან ხაზზე. აზერბაიჯანის უპილოტო მფრინავი აპარატების დარტყმების შედეგად დაზიანდა საქალაქო ინფრასტრუქტურა და მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის- მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დედაქალაქი, სტეფანაკერტი, და სხვა ქალაქები. გარდაცვლილებს შორის არის მშვიდობიანი მოსახლეობა. გარდა ამისა, ქალაქ მარტუნის დაცხრილვის შედეგად სომეხი და ფრანგი ჟურნალისტები იყვნენ დაჭრილი.