საქართველოში, სომხეთის რესპუბლიკის უფლებამოსილ და საგანგებო ელჩს, რუბენ სადოიანს სომხეთის რესპუბლიკის უფლებამოსილი მინისტრისა და საგანგებო ელჩის დიპლომატიური წოდება მიენიჭა.
“სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის შეთავაზებით და სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარგსიანის ბრძანებით, კონსტიტუციის 132-ე მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე “დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონის” 21-ე მუხლის 1-ლ ნაწილის შესაბამისად, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს რუბენ სადოიანს სომხეთის რესპუბლიკის უფლებამოსილი მინისტრისა და საგანგებო ელჩის დიპლომატიური წოდება მიენიჭა”,- გვაცნობებს საქართველოში სომხეთის საელჩო.