მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 7564 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა კიდევ 278 პაციენტი, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა 3 952 შეადგენს.

საქართელოში კორონავირუსისგან 48 პაციენტი გარდაიცვალა.

საკარანტინო რეჟიმში 5 392 მოქალაქე იმყოფება, 836 ადამიანი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, საავადმყოფოებში რჩება.

კოვიდ-სასტუმროებში 1100 ადამიანია განთავსებული, ამასთან, საქართველოს 41 მოქალაქე სამკურნალოდ საზღვარგარეთიდან არის გადაიყვანილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.