დღეს ქალაქ ახალქალაქსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალგაზრდებმა დახმარების შეგროვება დაიწყეს. უკვე, რამდენიმე დღეა ჯავახეთის ახალგაზრდობა ყარაბაღის მოსახლეობისა და ჯარისკაცების მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა სახის დახმარებას აგროვებს.

ამჟამად ახალქალაქში სურბ ხაჩ ტაძრის ეზოში შეკრებილი ახალგაზრდები ფულად სახსრებს აგროვებენ. შეგროვილი თანხა ჯერ ერთის ახალგაზრდის ანგარიშზე, შემდეგ კი სრულიად სომხეთის ფონდის ანგარიშზე გადაირიცხება.

ახალგაზრდებმა Facebook-გვერდი გახსნეს, სადაც ყველა ფინანსური ოპერაციის ქვითარს ატვირთავენ.

“ჩვენ, ახალქალაქის ახალგაზრდობა, ჩვენი არცახისთვის თანხას ვაგროვებთ. ქალაქში ჩვენ მხოლოდ ქალაქის მოსახლეობისგან ვაგროვებთ ფულს, ხოლო სოფლებიდან მსურველებს შეუძლიათ შეაგროვონ და შემდეგ აქ მოიტანონ. ჩვენ აქ, სახსრების შეგროვების მიზნით დაახლოებით 3-4 დღე ვიქნებით დილის 10:00-დან 16:00 საათამდე. შეგროვებულ თანხას ფოტოებს გადავუღებთ, იმ ადამიანების სახელებსა და გვარებს გამოვაქვეყნებთ, ვინც სახსრების შეგროვებაში მონაწილეობდა, შემდეგ კი, სრულიად სომხეთის ფონდის ანგარიშზე გადავრიცხავთ. ეს ყველაფერი გაკეთდება ონლაინ, ხელმისაწვდომად, ღიად და გამჭვირვალედ”, – აცხადებს ჯავახეთის ახალგაზრდობა.

სახსრების შეგროვება მიმდინარეობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ორჯა, კულიკამი, ხანდო, კარტიკამი, ტურცხი დილისკა და სხვ.
orja havaq

ქვემოთ წარმოგიდგენთ ახალგაზრდების მიერ გახსნილ ანგარიშს და Facebook-გვერდს.счет

фонд