უკვე მესამე დღეა არცახ-აზერბაიჯანის გადამკვეთ ხაზზე საბრძოლო ქმედებები მიმდინარეობს, რომელიც 27 სექტემბრის დილით, ფრონტის ყველა მიმართულებით, აზერბაიჯანის შეტევების შედეგად დაიწყო. ორივე მხარე ცოცხალ ძალებში მრავალრიცხოვანი დანაკარგის შესახებ იუწყება, ისევე, როგორც საბრძოლო ტექნიკის დანაკარგზე აღნიშნავს. კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ წაიკითხავთ ქვემოთ.

საბრძოლო ქმედებები

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანის, შუშან სტეფანიანის ინფორმაციით, რომელიც მან სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოაქვეყნა, 29 სექტემბრს, დილიდან, აზერბაიჯანულმა მხარემ მსხვილმასშტაბიანი შეტევა ყარაბაღში, გადამკვეთი ხაზის პრაქტიკულად მთელ სიგრძეზე დაიწყო.

კერძოდ, მისივე თქმით, შეტევითი ქმედებების გარდა, აზერბაიჯანის მხარე, ცალკეული მიმართულებებით, ТОS-1А მძიმე საარტილერიო ტექნიკას იყენებს.

“ТОS-ის, “სმერჩის” და სხვა მსხვილკალიბრიანი სისტემების გამოყენება საბრძოლო ქმედებების ლოგიკას და მასშტაბებს ცვლის, რითაც ისინი ახალ დონეზე გაჰყავს. ამასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო გაფრთხილებით გამოდის, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები იძულებულნი არიან იმ იარაღის ნაირსახეობა და საბრძოლო ტექნიკა გამოიყენონ, რომელსაც დიდი ფართობის დაზიანება შეუძლია და, როგორც წესი, ცოცხალ ძალაზე, მოძრავ და უძრავ ქონებაზე დამანგრეველი, დიდი გავლენა შეიძლება მოახდინოს”,- აღნიშნა სტეფანიანმა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანის თქმით, ამჟამად თავდაცვის არმიის ქვედანაყოფები მოწინააღმდეგის თავდასხმის ყველა მცდელობას თავდაჯერებულად იგერიებენ, რითაც ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მძიმე დანაკარგს აყენებენ.

როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, არწრუნ ოვანისიანი  Facebook-ის საკუთარ გვერდზე გვაცნობებს, ამჟამად აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სომხეთის ტერიტორიაზე ვარდენისას სოფლებს ესვრიან, რის შედეგად ერთი სამოქალაქო პირი გარდაიცვალა.

დანაკარგი, მსხვერპლი და დაჭრილები

ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრო  26 სომეხი სამხედროს დაღუპვის შესახებ გვაცნობებს, რომლებიც აზერბაიჯანის წინააღმდეგ ბრძოლების დროს დაიღუპნენ.

ადრე, 28 სექტემბერს, ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრო უწყებამ გვაცნობა, რომ მსხვილმასშტაბიანი სამხედრო ქმედებების მეორე დღეს, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, 27 სამხედრო პირი დაიღუპა.

სომეხ სამხედრო პირებს შორის მსხვერპლის საერთო რაოდენობა ყარაბაღში საომარი ქმედებების დაწყებიდან დღემდე 84 მიაღწია.

რაც შეეხება სამოქალაქო მოსახლეობას, მსხვილმასშტაბიანი საომარი ქმედებების დაწყებიდან, 27 სექტემბრიდან, სომხური მხარის დაღუპულთა რაოდენობამ 5-ს მიაღწია, კიდევ 30 ადამიანი იყო დაჭრილი.

როგორც სომხეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანი გვაცნობებს, 28 სექტემბრის 21:00 საათის მონაცემებით, ინტენსიური ბრძოლის ორი არასრული დღის განმავლობაში, სომხურმა ძალამ 49 უპილოტო მფრინავი აპარატი, 80 ცალი ჯავშანგამტარი ტექნიკა, 4 ვერტმფრენი, 1 თვითმფრინავი და 82 ცალი მოწინააღმდეგის ავტოტრანსპორტი გაანადგურა. ხოლო დღეს, 29 სექტემბრის მონაცემებით, 11 უპილოტო მფრინავი აპარატის, 1 ცალი საინჟინრო ჯავშანგამტარი ტექნიკის, 4 ცალი BTR 82А, 5 ტანკი, 2 ვერტმფრენი და 2 უპილოტო მფრინავია განადგურებული.

საერთაშორისო საზოგადოება

აშშ
აშშ კვლავ წარდგა მთიან ყარაბაღში საომარი ქმედებების შეჩერების მოწოდებით.

საბერძნეთში ვიზიტის დროს, მსგავსი მოწოდებით ერევანსა და ბაქოს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მიმართა. აღნიშნულის შესახებ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ნიკოს დენდიასთან ამერიკული დიპლომატიის უფროსმა კრეტაზე, მოლაპარაკებების დროს, განაცხადა.

საერთაშორისო მედია საშულებების შეტყობინებით, დღეს გვიან საღამოს, ნიუ-იორკში გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წევრები, მთიანი ყარაბაღის სიტუაციის განხილვის მიზნით, დახურულ სხდომას ჩაატარებენ. გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ყარაბაღის კონფლიქტი, ბოლოს, დაახლოებით 27 წლის წინ, 1993 წლის შემოდგომით განიხილა.

ევროკავშირი
გერმანიის კანცლერმა,ანგელა მერკელმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარი გამართა, სადაც ცეცხლის დაუყოვნებლივ შეჩერებას და მოლაპარაკებაზე დაბრუნებას გაუსვა ხაზი.

სატელეფონო საუბრის შესახებ დღეს, გერმანიის ხელისუფლების პრეს-მდივანმა, შტეფან ზაიბერტმა გვაცნობა.

გუშინ მარკელმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი გამართა.

ბოლო საათებში, ევროკავშირის კიდევ ერთმა მსხვილმა ქვეყანამ- საფრანგეთმა, განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მთიან ყარაბაღში სიტუაციის სტაბილიზაციას შეეცდება. “უახლოეს დღეებში ჩვენ მინსკის ჯგუფის საქმიანობის კოორდინაციით დავკავდებით, რათა გავარკვიოთ, რა მოხდა და ვინ არის დამნაშავე, ასევე შევეცდებით [კრიზისიდან] გამოსავალი მოვძებნოთ”, – დღეს, ელისეის სასახლეში, განაცხადა Reuters-მა.

საღამოს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და თურქეთის რეზიდენტმა, რეჯეფ ტაიიპ ერდოღანმა სომხურ-აზერბაიჯანული ომის თემა განიხილეს. “გაერთიანებული სამეფო რეგიონში დაძაბულობის უახლოესი კლებისაკენ მოუწოდებს”,- აღინიშნება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში.

რუსეთი
კრემლის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ყარაბაღის კონფლიქტის საკითხთან დაკავშირებით მუდმივი კონტაქტი აქვს თურქეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებთან.

მისი თქმით, მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ღრმა ანალიზისა და განხილვის საკითხია.