რუსეთის საგარეო საქმეთამინისტრ ანდრეი რუდენკოს განცხადებით, რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა, მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც თბილისის რუსოფობიური კამპანია შეწყდება და რუსეთის მოქალაქეებისთვის ამ ქვეყანაში ნებისმიერი საშიშროება გაქრება.
როგორც ანდრეი რუდენკომ „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა, შეზღუდვის მოხსნაზე მას შემდეგ იქნება საუბარი, როცა საამისოდ შესაბამისი პირობები შეიქმნება.
„უპირველეს ყოვლისა, საუბარია საქართველოში ვითარების სტაბილიზაციაზე, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტაზე და ასევე, უნდა გაქრეს ნებისმიერი საფრთხე ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა რუდენკომ.
საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტის ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს გამოსცა. რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები ოფიციალურად შარშან, 8 ივლისს შეწყდა.