შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2020 წლის პირველ ექვს თვეში, საქართველოში, ოჯახში ძალადობის 2 581 შემთხვევა დარეგისტრირდა, რომელთაგან 74 სამცხე-ჯავახეთში ფიქსირდება.
საქართველოში ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა დარეგისტრირებულია თბილისში. დედაქალაქში 970 შემთხვევაა დარეგისტრირებული, რომელთაგან 2 შემთხვევა ფატალური შედეგით დასრულდა, ხოლო 5 შემთხვევა- ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანებების მიყენებით ვლინდება. ოჯახში ძალადობის ფაქტით გახსნილი და აღძრულია 588 საქმე.
მეორე ადგილზე აჭარაა. აქ დარეგისტრირებულ შემთხვევათა რაოდენობა – 337, რომელთაგან გახსნილი და აღძრულია 144 შემთხვევის საქმე, 1 ადამიანმა სხეულის სერიოზული დაზიანებები მიიღო.
იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი მესამე ადგილზე არიან. დარეგისტრირებულია ძალადობის 331 შემთხვევა, რომელთაგან 4 შემთხვევა ლეტალური შედეგით დასრულდა, ძალადობის 331 შემთხვევაში აღძრულია საქმე, გახსნილია 249 შემთხვევა. სხეულის სერიოზული დაზიანებები მიიღო 6 ადამიანმა, მათგან გამოვლენილია 5 შემთხვევა.
ქვემო ქართლი ძალადობის შემთხვევების რაოდენობით არ ჩამორჩება, იქ დარეგისტრირებულია 257 შემთხვევა, რომელთაგან გახსნილია 164. ძალადობის ერთი შემთხვევა ფატალური შედეგით დასრულდა, კიდევ 2 შემთხვევა სხეულის სერიოზული დაზიანებით ფიქსირდება.
შემდეგია კახეთი, სადაც დარეგისტრირებულია ძალადობის 197 შემთხვევა, გამოვლენილია 141 შემთხვევა, რომელთაგან ორი ფატალური შედეგით დასრულდა.
შიდა ქართლში დარეგისტრირებულია 194 შემთხვევა, გახსნილი- 164. ფიქსირდება 1 ფატალური შედეგი.
სამეგრელო, ზემო სვანეთში ძალადობის შემთხვევების რაოდენობა 98 შეადგენს, გახსნილია- 69.
შემდეგია გურია, შემთხვევათა რაოდენობა 76, გახსნილი და აღძრულია 38 საქმე.
სამცხე-ჯავახეთში დარეგისტრირებულია ძალადობის შემთხვევა, გახსნილი და აღძრულია 68 საქმე.
საქართველოში ძალადობის ყველაზე ნაკლები შემთხვევა დარეგისტრირებულია მცხეთა-მთიანეთში – 47 შემთხვევა, რომელთაგან გახსნილი და აღძრულია 36 შემთხვევის საქმე. დარეგისტრირებულია 1 ფატალური შედეგი, სერიოზული დაზიანებები 1 ადამიანმა მიიღო.