ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ (TI) სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მერიის სამსახურის სახელმწიფო მოხელეების, თანამშრომლების, საკრებულოებისა და ორგანიზაციების 202 ქონებრივი დეკლარაცია (2022-2023) შეისწავლა. ახალქალაქის თანამდებობის პირების 32 დეკლარაციიდან 11 მათგანში შეცდომები აღმოჩნდა, ხოლო ნინოწმინდის 30 დეკლარაციადან TI-მ 7 შემთხვევაში დააფიქსირა შეცდომა.
ფაქტობრივი უზუსტობები 202 დეკლარაციიდან 50-ში დაფიქსირდა. დარღვევებით შეივსო ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მერების, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის დეკლარაციები. ყველაზე მეტი სამართალდარღვევა ახალციხის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების მიერ შევსებულ 12 დეკლარაციაში გამოვლინდა.
დეკლარაციების შესწავლისას სამსახურებრივი შეუთავსებლობის 31 შემთხვევა გამოვლინდა. სახელმწიფო შესყიდვებში კი თანამდებობის 4 პირთან ასოცირებული კომპანიაა ჩართული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საჯარო სამსახურის ბიუროს, კორუფციასთან ბრძოლის მიზნით, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სთხოვს ამ პირების დეკლარაციები შეისწავლოს.
რა დარღვევები გამოვლინდა ახალქალაქის თანამდებობის პირების დეკლარაციებში
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების დეკლარაციაში დაფიქსირდა, რომ მათი ოჯახის წევრები არ იყვნენ რეგისტრირებულნი როგორც მეწარმეები. ეს დარღვევა შემდეგი პირების დეკლარაციებშია დაფიქსირებული:
კარაპეტ პალოიანმა და გენადი ელიზბარიანმა დეკლარაციაში არ აღნიშნეს, რომ ისინი თავადაც რეგისტრირებული მეწარმეები იყვნენ.
ხოლო სიფან შიპაქციანმა არ აღნიშნა, რომ მშობლებმა კოოპერატივი დააარსეს და დირექტორები არიან.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ერთ-ერთ დარღვევად მიიჩნიეს ისიც, რომ კოოპერატივის დირექტორი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსი მნაცაკან ფამბუხჩიანია.
ზოგიერთმა თანამდებობის პირმა დეკლარაციაში აღნიშნა, რომ მეწარმეები არიან, რაც TI-ის ინფორმაციით, „კორუფციასთან ბრძოლის შესახებ“ კანონის დარღვევას წარმოადგენს. ამიტომ სამეწარმეო საქმიანობის შესახებ განცხადებაში აღნიშნეს შემდეგი:
რა დარღვევები გამოვლინდა ნინოწმინდის თანამდებობის პირებს შორის
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების დეკლარაციებში განსხვავებული დეტალებით მსგავსი დარღვევები გამოვლინდა.
დეკლარაციებში არ აღნიშნეს, რომ ან ოჯახის წევრი, ან თავად მეწარმეები, ორგანიზაციებისა და კოოპერატივების ხელმძღვანელები არიან:
მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის, ხორენ ავეტისიანის დეკლარაციაში კანონთან – „კორუფციასთან ბრძოლის შესახებ“ – შეუსაბამობა გამოვლინდა; დეკლარაციის მიხედვით, იგი ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის იურისტიც იყო.
არმენ ბდოიანისა და კონსტანტინე ვარდანიანის საოჯახო ორგანიზაციები ნინოწმინდის ბიუჯეტიდან ფულს იღებენ როგორც გამარტივებული შესყიდვებით, ისე კონკურენციის გარეშე ტენდერით.
TI-ის დეკლარაციების შესახებ სრული ანგარიში ქართულად შეგიძლიათ წაიკითხოთ მოცემულ ბმულზე