17 სექტემბრის მონაცემებით ცესკო-ში დარეგისტრირებულია 42 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც საქართველოში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდებიან, ხოლო არჩევნების გაშუქებისთვის აკრედიტაცია მიიღო 9 მასობრივი ინფორმაციის საშუალებამ.
საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებისთვის 17 სექტემბრის მონაცემებით დარეგისტრირებულია 5 საერთაშორისო ორგანიზაცია – საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაცია (ISHR), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), საარჩევნო სისტემის საერთაშორისო ფონდი (IFES), საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI).
ადგილობრივი ორგანიზაციებიდან საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირებულია შემდეგი ორგანიზაციები: “ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “სამართლიანი არჩევნები”, “რეფორმატორების კლუბი”, “ახალგაზრდა თაობა”, “სამოქალაქო მოძრაობის კავშირი – მრავალეროვანი საქართველო”, “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი”, “სამოქალაქო პლატფორმა 20/20”, “დემოკრატიული არჩევნები”, “რეგიონალური განვითარებისა და წინსვლის ცენტრი”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, “პროფესიონალური განვითარების მომუშავეთა და კვალიფიციური კადრებისა და სტუდენტების ქართლი პროფკავშირი”, “აპრიონი“, “მწვანე მიწა”, “მედია თავისუფლებისთვის” და სხვა 26 ორგანიზაცია.
არჩევნების გაშუქებისთვის ცესკო-ში დარეგისტრირებულია შემდეგი მედია-ორგანიზაციები: “აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზია და რადიო”, “საზოგადოებრივი მაუწყებელი”, “TV პირველი” და “სილქ მედია”, “ევროპული მაუწყებლის საბჭო” (EBU) – მოსკოვის ბიურო, “TV 25”, რუსეთის საინფორმაციო სააგენტო – ТАSS, რადიო “თავისუფალი ევროპა” და “ფორმულა”.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება.