2 ოქტომბრის მომავალი ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის სამცხე-ჯავახეთში 142 944 ამომრჩეველი დარეგისტრირდა, რომელთაგან 76 366 ქალი და 66 624 მამაკაცია.
№36 საარჩევნო ოლქში (ბორჯომის რაიონი) 30 საარჩევნო უბანია. ბორჯომში 26 642 ამომრჩეველი დარეგისტრირდა (14 273 ქალი, 12 369 მამაკაცი).
№37 საარჩევნო ოლქში (ახალციხის რაიონი) 35 საარჩევნო უბანია. ახალციხის რაიონში 33 772 ამომრჩეველი დარეგისტრირდა(17 890 ქალი, 15 882 მამაკაცი).
№38 საარჩევნო ოლქში (ადიგენის რაიონი) 18 საარჩევნო უბანია. ადიგენის რაიონში 15 613 ამომრჩეველი დარეგისტრირდა (7 795 ქალი, 7 818 კაცი).
№39 საარჩევნო ოლქში (ასპინძის რაიონი) 23 საარჩევნო უბანია. ასპინძის რაიონში 9 809 ამომრჩეველი დარეგისტრირდა (4978 ქალი, 4831 კაცი).
№40 ოლქში (ახალქალაქის რაიონი) 70 საარჩევნო უბანია. ახალქალაქის რეგიონში 36 825 ამომრჩეველი დარეგისტრირდა(20 553 ქალი, 16 272 მამაკაცი).
№41 საარჩევნო ოლქში (ნინოწმინდის რაიონი) 37 საარჩევნო უბანია. ნინოწმინდის რაიონში 20 283 ამომრჩეველი დარეგისტრირდა (10 877 ქალი, 9 452 კაცი).