საქართველოს მოქალაქეობის მქონე დაახლოებით 290 სტუდენტმა, რომლებიც სომხეთში სწავლობენ ქართულ-სომხური საზღვრის გადაკვეთაზე მიიღეს ნებართვა. ქვემოთ წარმოგიდგენთ სიას. სტუდენტებს, რომელთა სახელები და გვარები ქვემოთ სიაში მითითებული არ არის, შეუძლიათ პარტია “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შტაბს მიმართონ.

გუშინ, 15 სექტემბერს, პარტია “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შტაბმა ახალქალაქში გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად სტუდენტებს, ვისაც ქართულ-სომხური საზღვრის გადაკვეთა მალევე სურთ, შეუძლიათ მათ დაუკავშირდნენ.

“ახალქალაქისა და ნინოწმინდის სტუდენტები, რომლებიც სომხეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ და სწავლის გაგრძელების მიზნით საქართველო- სომხეთის საზღვრის გადაკვეთა სურთ, შეუძლიათ ახალქალაქში ჩარენცის ქუჩა 11/1 მისამართზე მდებარე “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შტაბს მიმართონ”,- ნათქვამის განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის მოქმედმა დეპუტატმა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სამველ მანუკიანმა JNEWS-ს გადასცა სიები, ვისაც დაბრკოლებების გარეშე შეუძლია სომხეთში გადასვლა. აღსანიშნავია, რომ სტუდენტებმა ქართულ-სომხური საზღვარი, “სადახლოს” სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით უნდა გადაკვეთონ.

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა და შეგვიძლია სტუდენტებს დავეხმაროთ, რათა შეძლებისდაგვარად მოკლე დროში, დროისა და ფინანსების დახარჯვის გარეშე მიიღონ ქართულ-სომხური სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ნებართვა. მათ ნებართვის მიღება დაახლოებით 2-3 დღეში შეუძლიათ. მაშასადამე, სტუდენტი მოგვმართავს ჩვენ, აღნიშნავს, როდის სურს ქვეყნიდან გასვლა, და ჩვენ ამას მალევე ვაკეთებთ”,- აცნობა JNEWS -ს სამველ მანუკიანმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეობის მქონე სტუდენტებს, რომლებიც სომხეთში სწავლობენ, ნებართვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა მისცეს. გაურკვეველია თუ რატომ ახანგრძლივებს აღნიშნულ პროცესს ეს სახელმწიფო ინსტანცია.

14 სექტემბერს JNEWS -თან საუბარში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გვაცნობა, რომ უახლოეს მომავალში სტუდენტების განაცხადებზე რეაგირებას მოახდენენ. თუმცა, სტუდენტების მონაცემები უკვე ორი კვირაა საგარეო საქმეთა სამინისტროშია.

სტუდენტები ჯავახეთიდან, რომლებიც სომხეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლობენ, სომხეთში სასწავლებლად გამგზავრება COVID-19-თან დაკავშირებული დაკეტილი საზღვრების მიზეზით ვერ მოახერხეს.

cucak12-16
cucak9-11
cucak7-8
cucak5-6
cucak3-4
cucak1-2