საქართველოს მოქალაქეობის მქონე სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს განათლებას სომხეთში ღებულობენ და ამჟამად საქართველოში იმყოფებიან, და ვინც საკუთარი მონაცემები სომხეთის განათლების სამინისტროს გაუგზავნა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან პასუხს უნდა დაელოდონ, ხოლო ისინი, ვისაც არსად მიუმართავს- ქვეყნიდან სასწავლებლად გასვლის ნებართვისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობით უნდა მიმართონ.
ჯავახეთის სტუდენტებმა, რომლებიც სომხეთის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობენ, COVID-19-ის მიზეზით დაკეტილი საზღვრების გამო ვერ მოახერხეს სომხეთში სასწავლებლად წასვლა.
სტუდენტები, რომლებმაც სომხეთის განათლების სამინისტროს მიმართეს, გაურკვეველ მდგომარეობაში არიან. უკვე ხვალ- სწავლის პირველი დღეა, მაგრამ სტუდენტებს ჯერ კიდევ არ აქვთ ინფორმაციას იმის შესახებ, შეუძლიათ თუ არა სომხურ-ქართული საზღვრის გადაკვეთა. ის ვინც, სამინისტროსგან შეტყობინება მიიღო, საზღვართან მივიდა, საიდანაც ისინი უკან გააბრუნეს. სტუდენტებმა ჯავახეთიდან, რომლებიც სომხეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ, საქართველოში სომხეთის საელჩოს განცხადებით მიმართეს.
“როგორც იცით, სომხეთის კოლეჯებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა 15 სექტემბრიდან იწყება, თუმცა ჩვენს სტუდენტებს ჯავახეთიდან სომხურ-ქართული საზღვრის გადაკვეთა არ შეუძლიათ. 15 აგვისტოდან დღემდე შეწუხებული სტუდენტები სხვადასხვა დაწესებულებას (განათლების სამინისტროს, სომხეთის საელჩოს საქართველოში) მიმართავენ, რათა აღნიშნული პრობლემა მოაგვარონ. სომხეთის კოლეჯებმა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სტუდენტების მონაცემები შესაბამის დაწესებულებებს გაუგზავნეს. თუმცა, ამჟამად აბიტურიენტების გარდა არავის შეუძლია სომხურ-ქართული საზღვრის გადაკვეთა. სტუდენტები გაურკვევლობაში რჩებიაან, რადგან ზოგიერთს გამოცდა აქვს ჩასაბარებელი. გარდა ამისა, სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდა არ შეუძლიათ. გთხოვთ, ზუსტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ”,- ნათქვამია სტუდენტების განცხადებაში.
საქართველოში სომხეთის საელჩოდან JNEWS-ს აცნობეს, რომ მათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გასულ კვირას მიმართეს. სტუდენტებს მხოლოდ ლოდინი რჩებათ. ის სტუდენტები, რომლებსაც საკუთარ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან სომხეთის განათლების სამინისტროსთვის არ მიუმართავთ, სომხურ-ქართული საზღვრის გადაკვეთისათვის ქვემოთ მოცემული განაცხადი უნდა შეავსონ.
“გთხოვთ გამოგვიგზავნოთ განცხადება შესაბამისი ფორმით. გაცნობებთ, რომ განცხადება იწერება საკონსულო დეპარტამენტის დირექტორ, ბატონ გიორგი ტაბატაძის სახელზე. დასაწყისშივე მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და პირადი ნომერი. შემდეგ აღწერთ სიტუაციას; ბოლოს უთითებთ თარიღს და აწერთ ხელს. დასკანერებულ ვერსიას გვიგზავნით ელექტრონულ ფოსტაზე:consulinfo@mfa.gov.ge განცხადებას თან დაურთეთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საჭიროების შემთხვევაში, საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტაცია”,- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეტყობინებაში.