სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის თანახმად, 12 სექტემბერს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციით 172 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამრიგად, ქვეყანაში შემთხვევათა რაოდენობამ 45 675-ს მიაღწია, ხოლო აქტიური შემთხვევების რაოდენობამ – 2878 გახდა.
24 საათის განმავლობაში 171 პაციენტი განიკურნა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 41 605-ს შეადგენს.
ვირუსის შედეგად დღე-ღამეში 2 ადამიანია გარდაცვლილი, კიდევ 1 ინფიცირებული სხვა მიზეზების გამო გარდაიცვალა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ინფექციისაგან 911 გარდაცვალება დაფიქსირდა, სხვა დაავადებით გამოწვეული ლეტალური შემთხვევა 281 დადგინდა.
მთელი დროის განმავლობაში ჩატარებულია 234 631 ტესტი, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში – 3 372.