საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 1 917 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 20 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 354-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882 მოქალაქე.