JNEWS-ის რედაქციამ გუშინ ფოტო და ვიდეო მასალა გამოაქვეყნა, სადაც სოფელ ბუზავეთის მოსახლეობა დამოუკიდებლად ასუფთავებს რეზერვუარს, საიდანაც სოფელს სასმელი წყალი მიეწოდება. რეზერვუარი სიბინძურის სქელი ფენით იყო დაფარული. სოფელს წყალი ფილტრაციის გარეშე მიეწოდება. ახალქალაქის გაერთიანებული წყალმომარაგების სერვისცენტრში თქვეს, რომ პრობლემის შესახებ ინფორმირებულნი რომ ყოფილიყვნენ, უთუოდ თავად დაასუფთავებდნენ.
სოფელ ბუზავეთის ბინძური სასმელი წყალი (Video)
სოფელ ბუზავეთის მოსახლეობამ სასმელი წყლის რეზერვუარი (ბასეინი) დამოუკიდებლად დაასუფთავა. მათი მტკიცებით, ისინი რეზერვუარს ყოველ წელს ასუფთავებენ და სიბინძურესა და შლამთან ერთად მწერები, გველები, ბაყაყები და სხვა ცოცხალი არსებები ამოყავთ. ამ პროცედურის შემდეგ ისინი ყოველთვის ქლორავენ რეზერვუარს.
როგორც გაირკვა, აღნიშნული რეზერვუარები გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვისცენტრის კომპეტენციაში შედის.
“დიახ- ეს რეზერვუარი ჩვენ გვეკუთვნის, მაგრამ მათ ამის შესახებ არ გვაცნობეს, მაშინვე თქვენ რატომ დაგირეკეს და ფოტოები რატომ გამოგიგზავნეს, ვერ ვხვდები? ჩვენ გასულ წელს მოგვმართეს, მე მათ ქლორი მივეცი, წაიღეს, დაქლორვისათვის თანამშრომელი გავაგზავნე. ჩემთვის არავის უთქვამს, რომ ქლორი ან სხვა რამ სჭირდებათ. ბუზავეთის გარდა, კიდევ 35 სოფლის წყლის რეზერვუარი გვეკუთვნის ჩვენ. დანარჩენი სოფლები მერიის IP-ზეა”,- ამბობს არტაკ ტარლამაზიანი, გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვისცენტრის უფროსი.
იმის გარკვევა, თუ მიმართა სოფლმა სპეციალისტის არტურ დუმანიანის სახით მმართველობას ან თუ უნდა მიმორთოს, ყოველ ჯერზე, წყალგამანაწილებელ კომპანიას, რათა მათ საკუთარი მოვალეობები შეასრულონ და სუფთა და გამოსაყენებლად ვარგისი წყალი უზრუნველყონ, ჩვენ ვერ შევძელით, რადგან დღის განმავლობაში არტურ დუმანიანს გამორთული ჰქონდა ტელეფონი და JNEWS-ი მას ვერ დაუკავშირდა.