ჯავახეთში, ფარავნის ტბასთან, ისტორიული ნიმუშების მოსაძებნად არქეოლოგიური გათხრები ტარდება. აღნიშნული წყაროების მოძიების მიზნით ფარავნის ტბის მიმდებარედ არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარეობს. მეცნიერები სამუშაოებს, ზღვის დონიდან 2400 მეტრზე, შაორის მთების მიმდებარე ტერიტორიაზე აწარმოებენ, სადაც ნასოფლარი აღმოჩნდა.
ისტორიკოს, ნინო პატარიძის ხელმძღვანელობით არქეოლოგიური სამუშაოები კომპლექსური მეთოდით მიმდინარეობს, რაც ერთდროულად რამდენიმე ლოკაციის შესწავლის საშუალებს იძლევა. ამ ეტაპზე სამუშაოები 3 ლოკაციაზე მიმდინარეობს.
შაორის მთებიდან, არქეოლოგიური სამუშაოები პარალელურად, სოფელ ხულგუმოშიც მიმდინარეობს. ამ ადგილის შესწავლის შემდეგ შესაძლოა ინფორმაცია 3500 წლის წინანდელი ადამიანის ცხოვრების შესახებ შევიტყოთ. აქ ნაპოვნი სამარხი გამორჩეულია მისი ნაგებობით, მას უერთდება გზა, რომელიც სარიტუალო დანიშნულებას იძენდა. ასეთი ტიპის ყორღანი ჯავახეთში დღემდე არ დაფიქსირებულა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კვლევა სოფელ ახალ ხულგუმოში მიმდინარეობს. ერთერთი ადგილობრივი მოსახლის ეზოში, მიწის სამუშაოების დროს, არქეოლოგიური ფენები აღმოაჩინეს, რომელიც ნასოფლერის არსებობას ადასტურებს. აქ შუასაუკუნეების ნაგებობის ფრაგმენტებია შემორჩენილი და აღმოჩენილი არტეფაგები ძირითადად, სასოფლო სამეურნეო ჭურჭლის არტეფაგებს შეიცავს, რაც მეცნიერების ვარაუდით, იმ პერიოდისთვის საზოგადოების საშუალო ფენას ეკუთვნოდა.
ექსპედიციები 2003 წელს დაიწყო, ხოლო აქტიური კვლევა 2018 წელს მიმდინარეობს. რეგიონის შესწავლა, თანამედროვე დისტანციური მეთოდითაც ხდება, რაც სატელიტებიდან, აერო-რუკების გაშიფრვას გულისხმობს.