კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სომხეთში 44 953-მდე გაიზარდა, – იტყობინება დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.

შედარებისთვის, აღვნიშნავთ, რომ 7 სექტემბრის მონაცემებით, 44 845 შემთხვევა დაფიქსირდა, ამრიგად, დღე-ღამეში ინფიცირების 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსით სომხეთში სულ 903 ადამიანი გარდაიცვალა (ბოლო დღის განმავლობაში კიდევ 3). კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი, რომლებიც სხვა მიზეზების გამო გარდაიცვალნენ, არის 276 (პლუს ერთი გასული დღე-ღამის განმავლობაში).

ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 40 592. მკურნალობს 3 182 ადამიანი. ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობაა 221 041.

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა მარტიდან მოქმედებს. დასაშვებია შეხვედრებისა და მიტინგების გამართვა, აგრეთვე ღონისძიებების ორგანიზება ანტიეპიდემიური სტანდარტების შესაბამისად.