საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რიცხვი 1 729-მდე გაიზარდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
კიდევ 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ გამოჯანმრთელებულია 1321 ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ 45 ახალი შემთხვევა, საქართველოსთვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.