სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარკისიანმა ახალქალაქის მკვიდრი სამველ პოღოსიანი გენერალ-მაიორის წოდებით დააჯილდოვა.
სამველ პოღოსიანი 1971 წელს ახალქალაქში, სამხედრო პირის ოჯახში დაიბადა. მისი მამა- სამეთაურო ოფიცერი, პოლკოვნიკი იყო, რის გამოც ოჯახს სსრკ-ს სხვადასხვა ქალაქში უწევდა ცხოვრება.
1981 წლიდან ვ.მაიაკოვსკის სახელობის №2 საშუალო სკოლაში სწავლობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ახალქალაქში მდებარე საბჭოთა დივიზიის ჯარში მსახურობდა.
სომხურ ჯარში მსახურება სამველმა 1999 წელს დაიწყო. ის სომხეთის სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა სამეთაურო პოზიციაზე მსახურობდა.
2005 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების აკადემიაში ჩააბარა, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. აკადემიის დამთავრების შემდეგ, სამხედრო მსახურების გასაგრძელებლად ტავუშის რაიონში გაიგზავნა.
2018 წლიდან დღემდე არცახის თავდაცვის ჯარში, გაერთიანების მეთაურის პოზიციაზე მსახურობს. სამხედრო მსახურების მდიდარი ისტორიით, სამველ პოღოსიანი სხვადასხვა სამეთაურო პოზიციებს იკავებდა. დაჯილდოვებულია “საბრძოლო ორდენებით”, “მე-2 კატეგორიის მამულის სასახელო ორდენითა” და უამრავი მედლებით.
მეუღლე ქ.ახალქალაქის მკვიდრია, ჰყავს ვაჟი და ორი ქალიშვილი.
ფოტოები სომხეთის არმიის დღის საპატივსაცემო დაჯილდოების ცერემონიიდან, არქივი