სომხეთის რესპუბლიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის თანახმად კორონავირუსის ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სომხეთში 44 845-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ 6 სექტემბრის მონაცემებით, ასეთი შემთხვევა 44 783 იყო, ამრიგად, დღე-ღამეში 62 ინფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საერთო ჯამში, სომხეთში კორონავირუსის გართულებების შედეგად 900 ადამიანი გარდაიცვალა (პლუს 3 ბოლო დღის განმავლობაში). კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი, რომლებიც სხვა მიზეზების გამო გარდაიცვალა, არის 275 (ბოლო ერთი დღის განმავლობაში არ არის ახალი შემთხვევები).

სომხეთში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 40,121 შეადგენს. მკურნალობას გადის 3,549 ადამიანი. ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობაა 219 177.

აღსანიშნავია, რომ სომხეთში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს მარტიდან. ამასთან, მოხსნილია გარკვეული შეზღუდვა. დასაშვებია შეხვედრები და მიტინგები, აგრეთვე ღონისძიებების ორგანიზება ანტიეპიდემიოლოდიური სტანდარტების შესაბამისად.