სომხეთის რესპუბლიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრიs ინფორმაციით კორონავირუსის ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სომხეთში 44 649-მდე გაიზარდა.
შედარებისთვის, აღვნიშნავთ, რომ 4 სექტემბრის მონაცემებით, ასეთი 44 461 შემთხვევა დაფიქსირდა. ამრიგად, დღე-ღამეში ინფექციის 188 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
საერთო ჯამში, სომხეთში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით 895 ადამიანი გარდაიცვალა (პლუს 4 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში). კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი, რომლებიც გარდაიცვალა სხვა მიზეზების გამო, არის 275 (პლუს 3 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში).
ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 39 823 აღწევს. 3656 ადამიანი მკურნალობას აგრძელებს. ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობაა 215 810 შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობა სომხეთში მარტიდან მოქმედებს.