გავიდა სამი დღე მას შემდეგ, რაც ახალქალაქში პარტია “ქართული ოცნების” მხრიდან მაჟორიტარ დეპუტატად წარდგენილი კანდიდატის, სამველ მანუკიანის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. 31 ოქტომბერს, დამდეგ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისა და დეპუტატობის კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიებს JNEWS-ი ადევნებს თვალს.

Mankuyan

საპარლამენტო არჩევნებზე პარტია “ქართული ოცნების” მხრიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სამველ მანუკიანის წინასაარჩევნო კამპანია სოფელ სულდაში საკმაოდ ხალხმრავლიანი იყო. სოფლის ცენტრში შეკრებილი მამაკაცები, მათ სოფელში წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების ჩამოთვლას ცდილობდნენ. სოფელ სულდაში იმდენად ბევრი პრობლემაა, რომ სოფლის მოსახლეობა ითვლიდა, რათა შემთხვევით რომელიმეს ხსენება არ დავიწყებოდა.

qarozarshav 1

სოფლის მოსახლეობა პრიორიტეტული პრობლემების ჩამოთვალს აჟღერებს: წყალი, ბუნებრივი აირი, გზა, საბავშვო ბაღი, სკოლა, საძოვრები, მოქალაქეობა და ა.შ.

“წყალი, ბუნებრივი აირი- ჩვენს სოფელში ყველაფერი პრობლემაა, წყალი უკვე წლებია ჩვენ აუხდენელ ოცნებად რჩება. მართალია, წყალი გაიყვანეს, მაგრამ სულ რაღაც ერთი თვე მოედინებოდა და შეწყდა. წყალსადენი მილი არასწორად გაიყვანეს, სოფლის მოსახლეობას არ დაუჯერეს, გაიყვანეს ისე, როგორც უნდოდათ, და საბოლოო ჯამში, წყალი არ არის. ვინც ჩვენს სოფელში ჩამოდის- გვპირდება: ენზელი დაგვპირდა, რომ 2020 წელს აუცილებლად გვექნებოდა ბუნებრივი აირიი, მაგრამ, როგორც ხედავთ, დღემდე წივას ვანთებთ”,- თქვა სოფლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

qarozarshav4