პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენას იწყებს. ახალქალაქსა და ნინოწმინდაში კანდიდატებს 14 სექტებერს წარადგენენ.
რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენა “ქართულმა ოცნებამ” დღეიდან დაიწყო. ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სამველ მანუკიანის წარდგენა 14 სექტემბერს შედგება. ახალქალაქსა და ნინოწმინდაში წარდგენა ერთ დღეს მოხდება.
დღეს, 10 აგვისტოს, წარდგენა კახეთიდან დაიწყო. თელავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ირაკლი ქადაგიშვილი წარადგინეს. წარდგენას ესწრებოდა “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პოლოტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და პარტიის სხვა ლიდერები.