სომხეთში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 197 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ერთი დღით ადრე გადმოცემული ინფორმაციის თანახმად ინფიცირების 97 შემთხვევა დაფიქსირდა, ორშაბათს კი – 31 შემთხვევა იყო.
საერთო ჯამში, 2 სექტემბერს დილით, ქვეყანაში კორონავირუსით 44 075 ადამიანი დაინფიცირდა. ფაქტობრივად, 4291 ადამიანი მკურნალობას განაგრძობს (მათი რიცხვი დღეში 82 – ით შემცირდა). გამოჯანმრთელდა 38631 ადამიანი (ბოლო დღე-ღამის განმავლობაში – 275), გარდაიცვალა 884 პაციენტი (3 ბოლო 24 საათის განმავლობაში).
ხელისუფლების განცხადების თანახმად, კორონავირუსით დაავადებული კიდევ 1 მოქალაქე გარდაიცვალა “სხვა დაავადებების გამო”. ასეთი შემთხვევების საერთო რაოდენობა 269 შეადგენს. ამრიგად, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1153-ს მიაღწია.