პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, სხვა პირებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებსაც ასევე ჩაუტარდათ PCR ტესტირება.
„პასუხი უარყოფითია, მათ არ დაუდასტურდათ კოვიდ ინფექცია. ეპიდუსაფრთხოების წესების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე თვითიზოლაციაში გადავიდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღემდე დადასტურდა კორონავირუსის 1487 შემთხვევა, რომელთაგან 1240 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რაც COVID-19-ის შემთხვევების 84%-ს შეაფგენს.
ამასთან, 41 მოქალაქე უცხოეთიდან სამკურნალოდ იქნა გადმოყვანილი, 19 ინფიცირებული გარდაცვლილია. საკარანტინო რეჟიმში 5 524 მოქალაქე იმყოფება, 209 ადამიანი საავადმყოფოებში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.