კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო საქართველოში დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად, ორ კვირაში ერთხელ მოიხსნება. პირველი ეტაპი 27 აპრილს დაიწყება.
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, ორშაბათს, 27 აპრილს, საქართველოში მოიხსნება უამრავი შეზღუდვა, მათ შორის, მსუბუქი ავტომობილით გადაადგილებასა და ონლაინ ვაჭრობაზე. ხელისუფლება ასევე, დაუშვებს ონლაინ ვაჭრობას, ნებისმიერი პროდუქტის მიწოდებას და ბაზრების ექსპლუატაციას.
გახარიას თქმით, ეს იქნება შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი, ყოველი მომდევნო შეზღუდვა 2-კვირაში ერთხელ მოიხსნება.
მან ასევე განმარტა, რომ თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესდება, მაშინ შეზღუდვები ხელახლა გააქტიურდება, ან გახანგრძლივდება.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო. 10 დღის შემდეგ, ქვეყანაში ამოქმედდა კომენდანტის საათი, 17 აპრილიდან კი აკრძალულია ავტოტრანსპორტით გადაადგილება სპეციალური ნებართვის გარეშე.
უნდა აღინიშნოს, რომ ახალქალაქის ბაზარი მხოლოდ 3-4 დღის განმავლობაში დაიხურა და დღეს ისევ მოქმედებს, უბრალოდ, საჭიროა განსაკუთრებული ზომების დაცვა, თითოეულ მომხმარებელს ევალება ხელებისა და ფეხების დეზინფექცია.