საქართველოში კორონავირუსის 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 227 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 46 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 209 462 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 184 668 გამოჯანმრთელდა, 2 140 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 489 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 627, ხოლო კოვიდსასტუმროში – 1 824.
ამასთან, 20 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 599 პაციენტი.